90ი-იანი წლები მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპოქად ითვლება. 90-იანების მოდელები, მხოლოდ სამოსს არ აჩვენებდნე, ისინი ქმნიდნენ ეპოქას, მათ კი სუპერვასსკვლავების სტატაუსი ქონდათ მინიჭებული. სინდი კროუფორდი, ნაომი ქემბელი ქეით მოსი და ამ თაობის წარმომადგენლები იყვნენ ქალები, რომლებმაც მოდის სამყარო შეცვალეს და ზოგიერთ შემთხვევაში სილამაზის სტანდარტებიც განსაზღვრეს.
ამ პერიოდში საქართველოშიც არსებობედნენ მოდის გმირები – რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და სხვები. ამ მოდელებს ხშირად ადარებდნენ ევროპელებსაც და ზოგჯერ წინაც უსწრებდნენ.
სინდი კროუფორდი 90-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლებოდა. სინდის დამახასიატებელი გარეგნობა, ხალი ზედა ტუჩთან მოდის სიმბოლოდ იქცა.
სინდი დღესაც აქტიურია, ოღონდ ამჯერად ბიზნეს სექტორში გადაინაცვლა. მან საკუთარი თავის მოვლის ხაზი, „Meaningful Beauty” გამოუშვა, რომელიც წარმატებით მუშაობს.
სიდნი ზრუნავს საკუტარ თავზე, დაკავბებულია იოგით, არ უყვარს მკაცრი დიეტები, მაგრამ ზომიერად იკვება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანის დაცვას.
ნაომიმ ველური ტემპერამენტით, მოახერხა თავი დაემკვიდრებინა მოდის ინდუსტრიაში. ის იყო პირველი შავკანიანი სუპერმოდელი მოდის ინდუსტრიაში.
დღეს ნაომიმ ბიზნესში გადაინაცვლა, ამასთან არის მოდის მენტორი. ნაომის აქვს საკუტარი Youtube არხი “No Filter With Naomi”, ხშირად მუშაობს, როგორც მოდის კონსულტანტი და მოდის კვირეულებზე დღემდე ითვლება შოუს ფავორიტად. ის 2021 წელს სუროგაციის გზით გახდა დედა.
ნაომი დიდყურადღებას უთმობს ჰიგიენას და დეტოქს. არ იღებს ალკოჰოლს და იკვებება ბოსტნეულით. ნაომიი ამბობს, რომ ძილი მნიშვნელოვანია:
„ძილი და წყალი – ესაა ჩემი მთავარი იარაღი“ – ამბობს ნაომი.კლაუდია შიფერი
გერმანელი ქერათმიანი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი 90-იან წლებში, ყველაზე მეტ ჟურნალის ყდაზე იყო წარმოდგენილი.
კლაუდია მეუღლესთან, რეჟისორ მეთიუ ვონისთან და შვილებთან ერთად ინგლისში ცხოვრობს. არის დიზაინერიც, თანამშრომლობს მოდის წამყვან ბრენდებთან.
რაც შეეხება კლაუდიას თავის მოვლის რუტინას, ამბობს, რომ მზე მისი მტერია. არ სვამს გაზიან სასმელებს, ვარჯიშობს პილატესზე და იკვებება ნახშირწყლებით.
კლაუდია ამბობს, რომ სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, როგორც ქალი.
„ მე არ ვცდილობს 25 წლის გოგოსავით გამოვიყურებოდე – მინდა გამოვიყურებოდე კარგად, როგორც 50 წლის ქალი“ – ამბობს კლაუდია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი „Forbes“-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.
1990 წელს კეიტ მოსი გადაიღეს სარეკლამო რგოლში, ხოლო უკვე 1992 წელს მოდურმა ბრენდმა „Calvin Klein“-მა შესთავაზა მოდელს კონტრაქტი 4 მილიონ დოლარზე. 90-იანიების შუა წლებში ვარსკლავის ჰონორარი დღეში 10 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა.
ქეითი ახლა უკვე საკუთარი ბრენდის დამფუძნებელია . მისი ბრენდი „Cosmoss” აწარმოებს კანის მოვლის საშუალებებს.
ქეითი წლების წინ ცნობილი იყო, როგორც ღამის წვეულებების მოყვარული, თუმცა ბოლო წლებია გადაერთო ჯანსაღ ცხოვრებაზე. სვამს მწვანე ჩაის, მედიტირებს და ამბს, რომ იოგა და დილის რიტუალები მისი სილამაზის საიდუმლოა.
იტალიური წარმოშობის კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა 15 წლის ასაკში გახდა კონკურს „მის ნიაგარა“-ს გამარჯვებული და მიიღო წინადადება ნიუ-იორკიდან სამოდელო სააგენტოში „ელიტ“. 1987 წელს ცოლად გაჰყვა „ელიტი“-ს ევროპული ფილიალის დირექტორს, ჯერალდ მარის, შემდეგ ფრანგ მეკარეს ფაბიენ ბარტეზს.
ლინსა ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე – მიზეზი CoolSculpting-ის პროცედურა გახდა, რომელმაც სერიოზულად დააზიანა მისი სახის ფორმა. თუმცა 2022 წელს ტრიუმფით დაბრუნდა Fendi-ს კამპანიით.
კარლა ბრუნი იტალიელი და ფრანგი ფოტომოდელი, რომელიც მუსიკალურ სფეროშიც მოღვაწეობს.ის 90-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად ითვლებოდა.
კარლა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედია, ის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მეუღლეა.
პარალელურად კარლა აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და წლებია აქვეყნებს ალბომებს.
რუსა ჩაჩუა ქართველი მოდელი, რომელმაც საქართველოს მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა.
რუსა როგორი წარმატებულიცაა ისეთი წარმატებული ოჯახი ყავს. ის ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძეზე დაქორწინდა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.
რუსა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევბს ხშირად უზიარებს:
“თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ“ – ამბობს რუსა.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.
თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.
საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში.
2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.
1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა.
1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია.
თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული.
რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია…
სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და ამ პერიოდში გაიცნო პირველი მეუღლე, ტატო აბულაძე, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..
სალომემ თავი ტელევიზიაშიც მოსინჯა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო „იმედის“ პროექტის „პრაიმშოუს“ უცვლელი წამყვანი.
ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს – საოცარი გარეგნობისა და განსაკუთრებული აურის ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება – ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს.
ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადრებას აქცევს. ლიკა ინტერვიუში ახსენებს, რომ ვარჯიშობს და მუდმივად ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს. “თავის მოვლასთან დაკავშირებით სულ ვცდილობ კონტროლის დაწესებას. ვარჯიში კვირაშ რამდენიმე დღე, ძილის რეჟიმის შენარჩუნება, ადრე ვიძინებ, ადრე ვიღვიძებ, კვება, სწორად შერჩეული თავის მოვლის რუტინა სეზონის მიხედვით” – ამბობს ლიკა ფორტუნასთან ინტერვიუში.
ლიკას ძალიან იყვარს კულიანარია და ამჟამად “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემაში, კულინარიული ბლოკის წამყვანია.
უმშვენიერესი ქართველი მოდელი, ლალი ტოტიკაშვილი, პოდიუმს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა.
17 წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ, ის გათხოვდა და პოდიუმს დაემშვიდობა. ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით, სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე.
