შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჩინეთსა და რუსეთში დამზადებული დრონები აკრძალოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, -ში ჩინური დრონების გამოყენების აკრძალვას ან შეზღუდვას განიხილავს.

The New York Times-ის ინფორმაციით, -ის ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკულ კომპანიებს შესთავაზა, რომ მარტის დასაწყისისთვის წარადგინონ განმარტება შეთავაზებულ ზომებზე. სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ გამოყენება იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომელთა დიზაინი და წარმოება შეერთებული შტატების უცხოელ მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან იყო დაკავშირებული, არის “გაუმართლებელი ან მიუღებელი რისკი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის.”
ჩინეთი და ცდილობენ, კიბერჯაშუშობის გზით დააზიანონ აშშ-ის ინფრასტრუქტურა და ქვეყნის უსაფრთხოება. მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი კანონები იმისთვის, რომ “კერძო კომპანიები თავიანთ ეროვნულ ინტერესებს დაუქვემდებარონ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე ჩინური დრონების წილი 75 პროცენტია. მათი გამოყენების სპექტრი ფართოა: სოფლის მეურნეობაში ისინი გამოიყენება მინდვრების მოსარწყავად; მათი დახმარებით მოწმდება მილსადენები, ხიდები, სამშენებლო ობიექტები; მათ ფართოდ იყენებენ სახანძრო და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები. ცნობილია, რომ წარსულში ჩინელმა თვითმფრინავების მწარმოებლებმა დისტანციურად დააპროგრამეს თავიანთი პროდუქცია, შეზღუდეს მათი დიაპაზონი კონფლიქტის ზონებში.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ჩინური დრონების გამოყენების აკრძალვა თავიდან იქნას აცილებული, თუ საჭირო ცვლილებები შევა მათ დიზაინსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…