შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება

ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის გამოცემა Politico-მ და ტელეკომპანიებმა CBS-მა და NBC-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს, მოგვიანებით თეთრმა სახლმაც დაადასტურა.
მედიასაშუალებების წყაროთა თანახმად, გადაწყვეტილება, რომელიც საზენიტო რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის სხვა საბრძოლო საშუალებების მიწოდების შეჩერებას ეხება, მიღებულია -ის მარაგების მნიშვნელოვნად შემცირების საფრთხის გამო.
მედიისთვის თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის, ანა კელის კომენტარის თანახმად, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარების გაანალიზება დაიწყო, გადაწყდა, რომ პირველ ადგილზე ამერიკის ინტერესები დადგება.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი სახეობის იარაღის მიწოდება შეუჩერა ს. NBC-ს წყაროთა ცნობით, საუბარია რაკეტებსა და საბრძოლო მასალებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტებზე, ჰაუბიცების ჭურვებსა და რაკეტებზე Hellfire.
უკრაინისთვის ამ და სხვა იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ მიიღო.
ამერიკული მედიასაშუალებების წყაროთა თანახმად, პაუზა გაგრძელდება შეერთებული შტატების არსენალების მდგომარეობის შეფასების დასრულებამდე. შეფასება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის მითითებით. როგორც იუწყებიან, შეერთებული შტატების იარაღის მარაგი შემცირებულია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების გამოც.
უკრაინის ქალაქებზე ს ყოველდღიური დარტყმების გამო ისევ ითხოვს იარაღით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას.
ფორუმი