შეერთებულმა შტატებმა სანქციები 37 ჩინურ კომპანიას დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები 37 ჩინურ კომპანიას დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია -ის სავაჭრო დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 26 საწარმო შავ სიაშია „რუსეთში საქონლის მიწოდებაში ჩართვისთვის“, რომლებიც ექვემდებარება ექსპორტის შეზღუდვებს.
ჩინური „ბუშტის“ ინციდენტში თანამონაწილეებს შორის კიდევ 8 ჩინური კომპანიაა, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში 2023 წლის თებერვალში რაკეტით ჩამოაგდეს.
სიაშია კიდევ 3 კომპანია, რომლებიც მხარს უჭერენ ჩინეთის პროგრამას (PRC) მსგავსი „ბუშტების“ შესაქმნელად.
„ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.