შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს

გადაწყვეტილება 13 თებერვალს გამოქვეყნდა -ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე. განმარტებულია, რომ კარიმ ხანი სანქცირებულთა სიას დაამატეს მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების განკარგულებას.
სანქციები ითვალისწინებს კარიმ ხანისთვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას და მისი ფინანსური აქტივების გაყინვას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა ს პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო. ტრამპმა ICC უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უსაფუძვლო ორდერების გაცემაში დაადანაშაულა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სანქციების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას.
ICC-მ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, პროკურორ კარიმ ხანის მიმართვის საფუძველზე 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ისინი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. აშშ და ისრაელი ამ ქვეყნებს შორის არ არიან.
ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს ც. 2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.