შეერთებულმა შტატებმა “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა

-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა „გაზპრომბანკსა და საფინანსო ბანკ „დომ.რფ“. გარდა ამისა, ვაშინგტონმა სანქციების სიაში კიდევ 10-მდე ბანკი დაამატა.
„გაზპრომბანკისთვის“ არსებობს გენერალური ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებს ბანკის მონაწილეობით საზღვარგარეთ განახორციელონ ოპერაციები.
„გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება მისი SWIFT-დან გათიშვა გამოიწვიოს.

-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ბანკს იყენებს სამხედრო ტექნიკის შესაძენად უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად და რუსი სამხედროებისთვის ხელფასების გადასარიცხად.
„გაზპრომბანკი“ და საფინანსო ბანკ „დომ.რფ“ საკრედიტო ინსტიტუტი აქტივების თვალსაზრისით ათ საუკეთესო რუსულ საკრედიტო ბანკებში შედიან.
· „გაზპრომბანკი“ აშშ-სა და ევროკავშირის სექტორული შეზღუდვების ქვეშ იმყოფება. კერძოდ, ბანკი ვერ იღებს გრძელვადიან დაფინანსებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ