შეერთებული შტატები ისრაელს მხარდაჭერა უცხადებს გოლანზე თავდასხმისა და ბავშვების დაღუპვის შემდეგ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად დაგმო სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ შამსზე ს მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, სადაც ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები და მოზარდები.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო “საშინელი თავდასხმა” და ნათქვამია, რომ მზადაა დაიცვას ისრაელი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.
თუმცა, განცხადებაში, პირდაპირ არ არის დადანაშაულებული ლიბანის რადიკალური ჯგუფი „ჰეზბოლა“. სწორედ მას ადანაშაულებს ისრაელი თავდასხმაში, რასაც თავად „ჰეზბოლა“ უარყოფს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, სააგენტო AP-ს ანონომურად განუცხადეს, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდასხმა ჰეზბოლამ განახორციელა, თუმცა გაურკვეველია, დრუზების დასახლებას ცეცხლი განზრახ გაუხსნეს თუ შეცდომით.
დაბომბვა დაგმეს გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმაც. განცხადებებში გამოხატავენ შეშფოთებას ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში შესაძლო გადაზრდის გამო.
ისრაელის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დაბომბვაზე პასუხი ძალიან მკაცრი იქნება, თუმცა ოფიციალურად საომარი მდგომარეობა ჯერ არ გამოუცხადებიათ.
“ჰეზბოლამ“ ესროლა რაკეტა ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ ჩრდილოეთ ისრაელში. შემდეგ მათ მოიტყუეს და თქვეს, რომ თავდასხმა არ განხორციელებულა”, – თქვა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ.
მან მომხდარს უწოდა ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ შეაჩერა ვიზიტი შეერთებულ შტატებში და ბრუნდება ისრაელში, სადაც, სავარაუდოდ, კვირას მთავრობის სხდომას გამართავს.
სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ შამსზე, რომელიც ძირითადად დასახლებულია დრუზებით, არაბული ეთნოკონფესიური ჯგუფის წარმომადგენლებით, შაბათს შუადღისას მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა მოდიოდა ლიბანის ტერიტორიიდან, სადაც „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფები არიან განლაგებული.
რაკეტა ფეხბურთის მოედანს მოხვდა, სადაც იმ დროს 20 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. კვირას მაჯდალ შამსში დაღუპულთა პანაშვიდები იმართება.
გოლანის მაღლობი 1967 წლიდან იმყოფება ისრაელის კონტროლის ქვეშ. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და დე იურედ მაღლობის სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად აღიარა გოლანი ისრაელის ტერიტორიად. გოლანის მაღლობზე მცხოვრები დრუზების დაახლოებით 20%-ს ისრაელის მოქალაქეობა აქვს.