შეერთებული შტატების სენატი სავარაუდოდ, გადადებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამტკიცებას

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი სავარაუდოდ, გადადებს ივლისში დაგეგმილ კენჭისყრას ორპარტიულ კანონპროექტზე, რომელიც ში ომის გამო ს საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც 14 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ, სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს და თუ რაღაც მომენტში ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები დასჭირდება, ამისთვის მზად არიან.
რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების, ლინდსი გრემის და რიჩარდ ბლუმენტალის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ითვალისწინებს, კიდევ 80-ზე მეტი თანაავტორი ჰყავს.
სენატორ გრემის ინფორმაციით, კანონპროექტი -ის პრეზიდენტს მისცემს შესაძლებლობას, 500%-ით დაბეგროს იმპორტი ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც რუსეთს ეხმარება. ლინდსი გრემის განცხადებით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთისგან ნავთობს და სხვა საქონელს ყიდულობენ, პუტინი კი ამ ფულს ომისთვის იყენებს.
როგორც გამოცემა Politico წერს, სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლოდერი ჯონ თუნი ვარაუდობს, პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ გრემი-ბლუმენტალის კანონპროექტის მიღება საჭირო აღარ არის.
იგივე პოზიცია აქვს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერ სტივ სკალიზეს. ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს ივლისის ბოლომდე, სანამ წარმომადგენელთა პალატაში საზაფხულო არდადეგები დაიწყება, კონგრესმენმა უპასუხა, რომ „ახლა არა“.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონპროექტის ავტორები, სენატორები გრემი და ბლუმენტალი მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს ტარიფებისა და უკრაინისთვის გადასცემად ამერიკული იარაღის ნატოსთვის მიყიდვის შესახებ.
ამასთან, სენატორები დარწმუნებული არიან, რომ ომის შესაწყვეტად მთავარი საშუალებაა ტარიფები ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორებიც ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია არიან, რომლებიც იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენით ეხმარებიან პუტინის სამხედრო მანქანას.
ფორუმი