შეერთებული შტატების სახელომწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემა საქართველოსთვისაც შეაჩერა

შეერთებული შტატების სახელომწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემა საქართველოსთვისაც შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემას 75 ქვეყნისთვის აჩერებს.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზებზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.

Fox News-ის მიხედვით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, “საზოგადოებრივი ტვირთი” გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.

ვიზების შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.

გთავაზობთ სრულ სიას:

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ'ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, , ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, , კონგოს რესპუბლიკა, , რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრიაშვილი: დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას – ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს