შეერთებული შტატების მთავრობა „შათდაუნის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა

ფედერალური უწყებები ამ, „შათდაუნად“ წოდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ შეძლო მიეღო კანონპროექტი მათი დაფინანსების შესახებ. შეერთებულ შტატებში ახალი საფინანსო წელი 1 ოქტომბრიდან იწყება.
30 სექტემბერს სენატმა ხმათა უმრავლესობით უარყო ჯერ დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა, შემდეგ კი ვერც რესპუბლიკელების კანონპროექტის მიღება შეძლო. უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო სთან დაკავშირებული ხარჯები. დემოკრატები ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც ამ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ 100-წევრიან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, მათ არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა. მანამდე შესაბამისი კანონპროექტი მიიღო კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობაც რესპუბლიკელია.
„შათდაუნი“ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ, სანამ კონგრესი საბოლოოდ არ გადაწყვეტს მათი შემდგომი დაფინანსების საკითხს. საქმიანობას განაგრძობენ მხოლოდ ის სამსახურები, რომელთა ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოები და აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურები.
წინა „შათდაუნი“ 2018 წელს, ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში გამოცხადდა და 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა ოფისის ხელმძღვანელის, რასელ ვოუტის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც „შათდაუნისთვის“ ფედერალური სამთავრობო უწყებების მომზადებას ეხება.
ვოუტი მათ მოუწოდებს, თვალ-ყური ადევნონ მოვლენების განვითარებას და აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო ოფისი განაგრძობს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემას. თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს და აცხადებს, რომ მათი პოზიციის გამო რთულია „შათდაუნის“ ხანგრძლივობის პროგნოზირება.
შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხშირია მდგომარეობა, როცა დემოკრატები და რესპუბლიკელები საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ ახერხებენ. ასეთ დროს, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კონგრესი „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად იღებს კანონპროექტს ფედერალური უწყებების დაფინანსების დროებით გაგრძელების შესახებ. ამჯერად, ეს არ მოხდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…