შეერთებული შტატების კონგრესში მეგობარი აქტი ხელახლა დააინიციირეს

კონგრესში საქართველოს შესახებ კანონპროექტი დააინიციირეს – -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მეგობარი აქტი კონგრესის პირველივე სხდომაზე ხელახლა წარადგინა.
“დღეს კონგრესმენ კოენთან, ჰადსონთან და ვიზისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ მეგობარი აქტი 119-ე კონგრესში – H.R. 36. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დავასრულოთ ქართული კოშმარი და შევაწყვეტინოთ აგრესორებს ტერორი ქართველ ხალხზე”, – წერს უილსონი X-ზე.
“შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და მეგობარი აქტით, ქართული კოშმარის არაღიარების აქტით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას. ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას”, – განაცხადა უილსონმა.
კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოლიგარქ ს დასანქცირებას მიესალმებიან.
ამასთან, გამოცემა The Hill კონგრესის თანამშრომლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეული სპიკერი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) მხარს უჭერს ამ კანონმდებლობას და მარტში მისი ერთ-ერთ ძირითად სამთავრობო დაფინანსების კანონმდებლობასთან მიბმას. ასევე აღინიშნება, რომ კანონმდებლობის ზედა პალატის, სენატის ვერსიას მხარს უჭერენ სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია).
მეგობარი აქტი ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე უილსონმა, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გასულ წელს, რუსული კანონის მიღებისა და ს მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად წარადგინა.
აქტი ორპარტიულია და ითვალისწინებს, როგორც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას.