შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დღეს კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ის უკრაინის პრეზიდენტ ს, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს და სხვა ლიდერებს შეხვდება.
პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინი დაადასტურებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამს, რომ მზად არის განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება ს აგრესიისგან თავის დასაცავად.
პირადად ლოიდ ოსტინმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევში იმყოფება მნიშვნელოვანი გზავნილით, რომ აშშ გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას ახლაც და მომავალშიც.
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თითქმის მთლიანად ამოწურა უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოიყო. თეთრ სახლს ჯერჯერობით არ აქვს კონგრესის თანხმობა დაფინანსების გასაგრძელებლად.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი სთვის, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის მონაცემებით, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ ხელმძღვანელობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის მომდევნო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.