“შედეგები პროექტის უსაფრთხოებას ადასტურებს” – რას გეგმავს “ამბასადორი ბათუმი აილენდი”?

სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდიში” აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ადასტურებს პროექტის სრულ უსაფრთხოებას და რეგულაციებთან შესაბამისობას.
კომპანიის განცხადებით, პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ტერმინალზე. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ადმინისტრაციული წარმოების მესამედ, 2 აგვისტოს შეჩერების მიზეზი სწორედ შპს „ტერმინალ 1“-ის წერილი იყო, რომელიც არსებული პროექტით ხელოვნური კუნძულის მშენებლობის წინააღმდეგია.