“შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” | რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

“შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.
ინფორმაციასა და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
“ამ წუთებში პირველი სკოლის წინ მიმდინარეობს აქცია გუშინ მარნეულში სასტიკად მოკლულ ძაღლზე მოძალადის დასჯის მოთხოვნით. ასეთ ადამიანს არ უნდა შეეფარდოს გირაო და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.ჩვენი გუნდის წევრები ვუერთდებით აქციას” – წერს ორგანიზიაცია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მარნეულიდან ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. კაცი პოლიციამ დააკავა.