“შეაჩერეთ ძალადობა !” – ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე

“შეაჩერეთ ძალადობა !” – დაწერა 8 დეკემბერს ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლემ, ეკა არეშიძემ.
მოსამართლე ეკა არეშიძე იყო იმ მოსამართლეების შორის, რომლებმაც 29 ნოემბერს გაავრცელეს განცხადება, ივანიშვილის რეჟიმის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 76 მუხლის მოთხოვნებს, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.
ასევე, 2024 წლის 20 აგვისტოს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას “საეჭვო” უწოდა და მათი მტკიცებით, მოსამართლის გამოტანილ განაჩენს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა. ეკა არეშიძე ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მმართველი პარტიის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებები “აბსურდული და ღირსების შემლახავია”.
წყარო: ტაბულა