“შეასრულეთ რეკომენდაცია და ვიღაცასთან სამათხოვრო აღარ გვექნება, რომ იქნებ, ჩვენი გეოპოლიტიკა გაითვალისწინონ” – პაატა მანჯგალაძე “ოცნებას”

ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან უნგრეთის პრემიერის მწვავე კრიტიკას საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებად აფასებს. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, კი მმართველ გუნდს პასუხობს და აცხადებს, არ აპირებს მსგავს დისკუსიაში შესვლას, რადგან ყველამ კარგად იცის, რატომ უჭერს ოპოზიცია ს მხარს.
“ძალა, რომელმაც მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ ხმას არ უნდა იღებდეს. ამიტომ, ზედმეტად და ხელოვნურად, ამ დისკუსიებში არ შევყვები “ქართულ ოცნებას”. ყველამ კარგად იცის, რას ვაკეთებდით და რატომ ვუჭერთ უკრაინას მხარს.
ვუჭერდით საქართველოს მხარს და [მმართველ გუნდს] ვეუბნებოდით ყოველდღე და ახლაც ვეუბნებით, შეასრულეთ რეკომენდაცია და აღარ გვექნება სამათხოვრო ვიღაცასთან, რომ იქნებ, გაითვალისწინოთ ჩვენი გეოპოლიტიკა. რეკომენდაცია რომ იყოს შესრულებული, ხომ არ მოგვიწევდა ამის ლაპარაკი,” – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც მოქმედი ევროკომისარი, სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება, ეს უკვე ფსკერიც არაა – ეს არის კატასტროფა