“შეასრულეთ რეკომენდაცია და ვიღაცასთან სამათხოვრო აღარ გვექნება, რომ იქნებ, ჩვენი გეოპოლიტიკა გაითვალისწინონ” – “ოცნებას”

ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან უნგრეთის პრემიერის მწვავე კრიტიკას საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებად აფასებს. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, კი მმართველ გუნდს პასუხობს და აცხადებს, არ აპირებს მსგავს დისკუსიაში შესვლას, რადგან ყველამ კარგად იცის, რატომ უჭერს ოპოზიცია ს მხარს.
“ძალა, რომელმაც მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ ხმას არ უნდა იღებდეს. ამიტომ, ზედმეტად და ხელოვნურად, ამ დისკუსიებში არ შევყვები “ქართულ ოცნებას”. ყველამ კარგად იცის, რას ვაკეთებდით და რატომ ვუჭერთ ს მხარს.
ვუჭერდით საქართველოს მხარს და [მმართველ გუნდს] ვეუბნებოდით ყოველდღე და ახლაც ვეუბნებით, შეასრულეთ რეკომენდაცია და აღარ გვექნება სამათხოვრო ვიღაცასთან, რომ იქნებ, გაითვალისწინოთ ჩვენი გეოპოლიტიკა. რეკომენდაცია რომ იყოს შესრულებული, ხომ არ მოგვიწევდა ამის ლაპარაკი,” – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე

თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან” „მებრძოლ“ აშშ-ის ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა