შაჰინი: საქართველოს მთავრობამ, “ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა”

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, „ევროპის მომავლზე“ მსჯელობენ. ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე, ჯეიმს ო’ბრაიენი წარდგა. ამ წუთებში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს პასუხობს. კანონმდებლებს აინტერესებთ, რას აკეთებს ამერიკა ს მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავენ უკრაინის მიმართ -ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ამ დრომდე, განხილვის უდიდესი ნაწილი ს დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე.
საქართველოს შესახებ, გამხსნელ სიტყვაში, სენატორმა ჯინ შაჰინმა ისაუბრა, რომელიც სხდომას უძღვება. საქართველოს შესახებ ასევე ისაუბრა სენატორმა ბენ კარდინმა. სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურ ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“.
რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება. 23 მაისს, სენატორმა ჯინ შაჰინმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. „ქართველი ხალხის“ აქტი ორ ძირითად ნაწილს მოიცავს. ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მეორე კი იმ პირების ანგარიშვალდებულების დაყენებას და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის “შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი”. ასევე იმ ფიზიკურ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელნი.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს და მასალა განახლდება.