შაჰინი და ტერნერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებულ რუსულ კანონს ქნის ქვეყანაში.
“საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იქმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა გიგაურმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) აღმასრულებელმა დირექტორმა.
“წელს, საქართველოსთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არის არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი […] რუსული კანონის გამოწვევებზე იყო საუბარი – რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად საზოგადოება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ.
“ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მათი მხრიდან, არის მაღალი ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო რუსული კანონი და მისო გავლენა საარჩევნო პროცესებზე”, – განაცხადა ნინო დოლიძემ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა.
გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, სენატორმა და კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს -ს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
“რაზეც ისაუბრეს მათ, იყო ის, რომ ისინი არიან აქ იმიტომ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, NATO-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა”, – განაცხადა ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ.
ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კი ხაზი გაუსვა ორპარტიული ვიზიტის მნიშვნელობას.
“ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ამას გაესვა კიდეც შეხვედრაზე ხაზი. იმიტომ, რომ აშშ-ს ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო”, – ამბობს ნინო დოლიძე.
შაჰინი და ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა “საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულების გამო”.
ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი შეხვდებიან პრემიერ-მინისტრ, ირაკლი საც. დემოკრატი სენატორისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის ვიზიტი საქართველოში ხვალ, 11 აგვისტოს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ