შახტრის მცველმა ახალდაბადებული შვილის ტატუ დაიხატა – ბავშვი მისი არ აღმოჩნდა

“შახტარის” მცველმა, ვინისიუს ტობიასმა, რომელიც 2 წელი მადრიდის “რეალში” იჯარით თამაშობდა, ახალდაბადებული შვილის სვირინგი გაიკეთა, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი არ იყო.
8 ოქტომბერს, ინგრიდ ლიმას, რომელიც ბრაზილიელ მცველს უკვე დაშორდა, გოგონა გააჩინა. ვინისიუს იმდენად გაუხარდა ბავშვის დაბადება, რომ მისი სახელი (მაიტე) სხეულზე ამოიტვიფრა, თან წარწერაც დაამატა: “მიყვარხარ”!
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ლიმამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ შვილის მამა ტობიასი არ იყო. გოგონას თქმით, მათი განშორების შემდეგ ორივეს რამდენიმე ურთიერთობა ჰქონდა და დე ენ ემმა აჩვენა, რომ მაიტეს მამა სულ
სხვა ადამიანია.