“შახტარში” შეიძლება მესამე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ

ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი თავისი ტელეგრამ-არხით იტყობინება, რომ უკრაინული კლუბები აქტიურად სწავლობენ ქართულ საფეხბურთო ბაზარს და თბილისის “დინამოს” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესდნენ.
ტოდოსის მტკიცებით, ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე კიევის “დინამოს” შესთავაზეს, კიევურმა კლუბმა უარით უპასუხა, თუმცა შეიძლება 22 წლის ქართველი სხვა გუნდში გადავიდეს.
ასევე საკმაო მოთხოვნაა “ჩერკასის”, “პოლესესა” და “შახტარის” მხრიდან 22 წლის ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჯერ თბილისის “დინამოსთვის” ტრანსფერის თაობაზე არ მიუმართავთ
“შახტარი” მექვაბიშვილისთვის კარიერის გასაგრძელებლად ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, რამეთუ ეს გუნდი ყოველ წელს მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე
და თანაც, მის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.
· შინი.GE
· მარაო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში