“შახტარის” მწვრთნელი: “მარსელთან” მატჩში ცოტა მეტს ვიმსახურებდით

ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარმა” “მარსელთან” ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი აზაროვმა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. დაპირისპირების დასრულების შემდეგ კომენტარი “მეშახტეთა” მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გააკეთა:
“გაორებული შეგრძნება მაქვს. ვთვლი, რომ ცოტა მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე. ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფანტასტიკური განწყობით გაისარჯენ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური მატჩი ორი თვის მერე პირველად ჩავატარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში