შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ

„ეს არის მათი ოცნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, გაიხსენეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ს წინა პერიოდი. კეზერაშვილის ტელევიზია იყო მაშინ ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ ასეთი მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ.“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე , ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად“.
პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელმა მისი ოჯახიც კი გააკრიტიკა, რაც იმას მოწმობს, რომ სხვისი ნების გამტარებელი ადამიანებისთვის, მორალური ზღვარი აღარ არსებობს.
„იმასაც შეგახსენებთ, რომ „მთავარის“ ჟურნალისტი მაშინ აკრიტიკებდა შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალზე და მორალურ კანონებზე ამბობ უარს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამ დღეებში ვიხილეთ. ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უვნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესვრი პოლიციელს და ვნახეთ, ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის, წაქეზებული იყო გარედან, ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით