„შატო სვანიძის“ ღვინოები დიდი ბრიტანეთის 25-მდე პრემიალური ხაზის რესტორანში იყიდება

„შატო სვანიძე“ ბრიტანეთის ბაზრის აქტიური იმპორტიორია. „კომერსანტთან“ საუბრისას „შატო სვანიძის მენეჯერი“ ირაკლი ძნელაძე ამბობს, რომ მათი ღვინოები ლონდონის და, ზოგადად, დიდი ბრიტანეთის 25-მდე ისეთ პრემიალური ხაზის რესტორანსა და ალკოჰოლურ მაღაზიაში იყიდება, როგორებიცაა Zuma, Nobu Hotel, Four Season, Hilton, Hyatt Regency, The Maine, STK, Gentlemen Barista, Los Mochis და ა.შ.“.
„შატო სვანიძე“ ქართულ ბაზარზე 14 წლის წინ გამოჩნდა მომხმარებელს 12 დასახელების ღვინოს სთავაზობს. ასორტიმენტშია შავი, თეთრი, ქვევრის ღვინოები.
„2010 წლიდან ქართულ ბაზარზე აქტიურად დავიწყეთ ღვინოების რეალიზაცია. ვენახები სიღნაღის რაიონში გვაქვს და სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან 6 წითელ, 6 თეთრ და 1 ვარდისფერ ღვინოს ვაწარმოებთ. ყურძენიც შესაბამისად სხვადასხვა რეგიონებშია მოყვანილი – კრახუნა ზესტაფონის რაიონში; საფერავი და ქინძმარაული – კახეთში; მუკუზანი ჩვენი ღვინოების ერთ-ერთი გვირგვინია და აბსოლუტური შეფასება აქვს; ქვევრის ხაზში გვაქვს უნიკალური პოზიციები, თეთრი ღვინიდან გვაქვს ტვიში, ასევე ქისი, რომელიც რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. სარეზერვოდ ღვინოებს კი სპეციალურად ჩვენი მარნისთვის დამზადებულ ფრანგულ მუხის კასრებში ვაძველებთ,“ – ამბობს ირაკლი ძნელაძე.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი და მოთხოვნა „შატო სვანიძის“ ღვინოებზე, შესაბამისად, წარმოებაც მზარდია და მათი ღვინის იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება.