შატბერაშვილი: ქვეყანა საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, გარდა მისი ნამდვილი მტრის – რუსეთისა

„თავისუფლების მოედნის“  წევრი ლევან შატბერაშვილი:

რას ან ვის შეიძლება შევადაროთ საქართველო? რას დავემსგავსეთ და რა დაავადება შეგვყარეს ისეთი, რომ ასეთ დღეში ჩავცვივდით უაღრესად საინტერესო, ღირსეული და დიდი კულტურული მემკვიდრეობის ხალხი?!
ბოლო სამი დღის განმავალობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები. დიახ, გერმანიის, ანუ ევროპის უდიდესი და მსოფლიოს მეოთხე ეკონომკის ელჩი და დიდი ბრიტანეთის, ანუ ევროპის უდიდესი და მსოფლიოს მეექვსე (მათ შორის ატომური) სამხედრო ძალის ელჩი.
ქვეყანამ, რომლის თავდაცვის ყოფილი მინისტრის უმთავრეს მიღწევად, ყოველ ჯარისკაცზე, წყვილი კარგად მორგებული და გამძლე ბათინკის შესყიდვა დაასახელა, შემდეგ კი ეს მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, რომლის ჯარი ყველაზე მცირერიცხოვანი და სუსტია რეგიონში, რომლის ჯარიც მისივე მთავრობის წარმოუდგენელი ძალისხმევით ჩამოცილდა ნატო-ს და პრაქტიკულად აღარ იღებს მონაწილეობას გადამზადების და წვრთვნის პროცესში, ხოლო მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლომდე გამოშიგნული და პატივაყრილი სიტყვა „მშვიდობის“ გარდა, გაზომბებეული მძორებივით, არაფერი აკერიათ პირზე და დღეში რამდენჯერმე გაფხაჭნილი ვინილის სიამაყით ამბობენ, რომ ომი აიცილეს თავიდან, დაიბარა ბრიტანეთის ელჩი – ატომური სახელმწიფოს ელჩი, იმ ქვეყნის ელჩი, რომელსაც ზღვებისა და ოკეანეების მბრძანებლად მოიხსენიებდნენ და იხსენიებენ საუკუნეთა განმავლობაში. ჯუანშერ ბურჭულაძის მიტაცებულმა და მამუკა მდინარაძის მართულმა ქვეყანამ დაიბარა ბრიტანეთის ელჩი იმისთვის, რომ თითები უქნიოს და მაგიდაზე მუშტები უბრაგუნოს, დახურულ კარს მიღმა.
ქვეყანამ, რომლის მოსახელოების ლამის ოცი პროცენტი სიღარების ზღვარს მიღმაა, საშუალო ხელფასი 1 500 ლარია, ქვეყანამ რომლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასს დაახლოებით სამ-ოთხ დღეში შეაგროვებს გერმანიაში დასაქმებული ოფიციანტი, ქვეყანამ რომლის კ ო ნ ს ო ლ ი დ ი რ ე ბ უ ლ ი ბიუჯეტის ხარჯები 2 280-ჯერ ნაკლებია გერმანიის კონსოლიდირებულ ბიუჯეტზე (საქართველოსი 28 მილიარდი ლარია, გერმანიის 2,13 ტრილიონი ევრო), ქვეყანამ რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს, დაიბარა მსოფლიო სავტომობილო და ტექნოლოგიური გიგანტის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და უქნია თითები და მაგიდაზე უბრაგუნა მუშტები, დახურულ კარს მიღმა.
და ამას აკეთებს ქვეყანა, რომლის პრეზიდანტის მთავარი ღირესება ღაწვებზე ჩამოპარსული წვერი, თხელი ულვაში და პარლამენტარობის დროს ვირტუოზულად წამოყვირებული დედის გინებების კორიანტელია; და როგორც თავად ამბობს, ამას აკეთებს იმიტომ, რომ არ იყოს ომი და იყოს კეთილდღეობა.
ქვეყანა, რომელიც ათი წელია აპარტახებს გელათს, უკვდება ბავშვები (ხან დენის დარტყმით, ხან თხრილში ჩავარდნით, ხან შიმშილით, ხან დაავადებებით, ხან ხანძრებით და ა. შ.), საბიუჯეტო სახსრების მითვისების გამო, უსაფრთხოების სისტემების არარსებობის მიზეზით, სტიქიურ უბედურებებში ეღუპება მოქალაქეები, რომლის დემოგრაფიული სიტუაციაც კატასტროფაშია და რამდენიმე წელია უარყოფითი შობადობის მაჩვენებლი აქვს, ქვეყანამ საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, ვინც მას დახმარების ხელი გამოუწოდა და თანამეგობრობის კარი გაუღო, ყველას ვის გამოც ჯერ კიდევ აღიარებულია მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა… სილას აწნის ყველას, გარდა მისი ნამდვილი მტრის – სა.
გინდათ გითხრათ ვის გავს ასეთი ქვეყანა?
ქვემოთ, მაიკ ტაისონთან ერთად, ფოტოზე გამოსახულია რუსი ინტერნეტ-ინფლუენსერი თუ როგორც რუსები ამბობენ – интернет-знаменитость : ხასბიკი. ხასბიკი რუსი-დაღესტნელი MMA-მებრძოლების პროექტი და სათამაშოა, დაბადებიდან გენეტიკური ნაკლის გამო ზრდა ვეღარ შეძლო და აგერ უკვე 24 წლისას, პატრა ბავშვისგან ძენლად თუ გაარჩევს კაცი. ხასბიკი უბედური ადამიანია, თავისი ნაკლის გამო ალბათ დიდხანს ვერ იცოცხლებს (ნეტავ დიდიხანს იცოცხლოს). ხასბიკი იმიტომაცაა უბედური, რომ გაუნათლებელია და თავისი ნაკლის სახალხო სამასხაროდ გადაქცევის გარდა შემოსავალს ვერაფრით ის. ხასბიკმა რუსულის გარდა არც ერთი ენა არ იცის. ხასბიკს დაღესტნელი MMA-ბლოგერები და მებრძოლები აქეთ-იქით დაატარებენ, ხან მისნაირი გენეტიკური ნაკლის მქონე ადამიანებს აჩხუბებენ, ხან პოდკასტებში მიჰყავთ ცნობილ მებრძოლებთან „საბრძოლველად“. რამდენიმე წლის წინ ტაისონსაც შეახვედრეს და ხასბიკმა ისიც კი გაუბედა, რომ ხელი გაარტყა სახეში. რკინის მაიკიც რას იზამდა, მართლაც ხომ არ სცემდა საპასუხოდ?!
სამწუხაროდ, ს გუშინდელი გაეროში გამოსვლა, გუშინწინდელი გერმანიის და დღევანდელი ბრიტანეთის ელჩების დაბარება არაფრით არ განსხვავდება ჯუჯების ამ ტრაგიკული საცირკო შერკინებებისგან – რასაც ხასბიკს უკეთებენ დაღესტნელი მოჭიდავეები, იგივეს უკეთებს რუსეთი საქართველოს, როცა უცხო ენის არმცოდენე „პრეზიდენტი“ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, იმ უნარსებსაც კი ვერ ავლენს, რომ მშობლიურ ენაზე მაინც შეგვიქმნას წერა-კითხვის მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილება, მაგრამ ამავე ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ ტრანზიციისკენ მოუწოდებს.
ნურავინ იფიქრებს, რომ რახან საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ და დინებაზე მივუშვებთ, მაინც გადარჩება ასეთი მმართველების ხელში. უდიდესი ცივილიზაცები გაჩენილან, ათასწლეულები უარსებიათ და გადაშენებულან, გამქრალან. ჩვენ მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, რომ ვიბრძოდით და არა იმიტომ, რომ ადგილობრივი ვაჭრების და მილიარდერების ქონებას ვიყავით გადაფარებულები.
გადასაწყვეტი გვაქვს, რა გვინდა: ვიყოთ დიდი მსოფლიო თანამეგობრობის წევრი, თუ ხასბიკის ანალოგი კვაზი-სახელმწიფო, ისიც ძალიან ცოტა ხნით.