შარშან ფოთის პორტმა 224 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია, – ამის შესახებ ფოთის პორტის ოპერატორის APM Terminals-ის გამოქვეყნებული 2024 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, შემცირებულია კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც გასულ წელს 97 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16 მილიონიან კლებაზე მიანიშნებს.
შემოსავლების და მოგების კლება ძირითადად საკონტეინერო მომსახურებიდან შემოსავლების შემცირებას უკავშირდება. შემცირებულია კომპანიის საიჯარო შემოსავლებიც.
· კონტეინერები და საერთო ტვირთი – 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0.9 მლნ;
· საზღვაო მომსახურება – 49.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.1 მლნ;
· სახმელეთო და სასაწყობე მომსახურება – 18.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3.7 მლნ;
· საიჯარო შემოსავალი – 17.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.7 მლნ;
· დამატებითი მომსახურება – 4.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0.4 მლნ;
· სულ ამონაგები 224 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2 მლნ.
ნაყარი ტვირთების მოცულობა გაზრდილია, თუმცა ტვირთების ეს კატეგორია, კონტეინერებთან შედარებით, უფრო დაბალი საოპერაციო მარჟით ხასიათდება, რის გამოც კომპანიის საერტო მოგება შემცირდა.
