ჰელსინკში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავტოავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. უნიკალური მოვლენაა. შარშან ფინეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444. ფინეთში ავტომობილების რაოდენობა ოთხჯერ მეტია საქართველოსთან შედარებით. ევროპული სტანდარტი გადარჩენილ სიცოცხლესაც ნიშნავს.
