2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.0 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.2 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 355.0 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 11.8 პროცენტი), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 29.2 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 26.6 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (86.3 პროცენტი).
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 12.7 და 11.7 პროცენტი).