შარშან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობგადაზიდვები შემცირდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით (BTC) გადაზიდული ნავთობის მოცულობა 2.3 მლნ ტონით შემცირდა. შარშან ჯამში ნავთობსადენით 27.2 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა.

BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ბოლო ხუთ წელში:

  • 2021 წელი – 26.4 მლნ ტონა;
  • 2022 წელი – 29.8 მლნ ტონა;
  • 2023 წელი – 30.2 მლნ ტონა;
  • 2024 წელი – 29.5 მლნ ტონა;
  • 2025 წელი – 27.2 მლნ ტონა;

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაქო-სუფსის (WREP) მილსადენი შარშანაც გაჩერებული იყო. ნავთობსადენით ფაქტობრივად 2023 წლიდან გადაზიდვები არ ყოფილა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: bp (30%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.7%). მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან თურქეთში.