“მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენს სახელმწიფოს აქვს პოლიციური უმაღლესი სტანდარტი მომიტინგეებთან ურთიერთობის დროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პარლამენტსაც გაუჩნდა ცეცხლი, პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ, პოლიციელებსაც პირდაპირ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, [მაგრამ] არასდროს ისეთი საშუალება არ იქნა გამოყენებული, რომელმაც ვინმეს სიცოცხლე მოუსწრაფა.
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა მოძრაობა რომ იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მათი დაშლის დროსაც კი, როდესაც ისინი არც პრეზიდენტის სასახლეში არ შეჭრილან და არც პარლამენტისთვის ცეცხლი არ გაუჩენიათ, იყო მსხვერპლი.
ასეთი ადამიანები ჩვენ რაღაცებს გვთხოვდნენ, როდესაც თვითონ არ იცავდნენ ამ სტანდარტებს – “მე შემიძლია გავაკეთო, შენ არ შეგიძლია რომ გააკეთო, მე მივიღებ ასეთ ზომებს, შენ არ მიიღო ასეთი ზომები, მე დავიცავ ჩემს სუვერენიტეტს, შენ შენი სუვერენიტეტის დაცვის უფლება არ გაქვს” – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი.




