ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ტელეფონით ვესაუბრე ახლა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია!“,- აღნიშნავს შარლ მიშელი.
