შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
შარლ მიშელის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილთან და სთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან.
კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ მუშაობის პროცესში, მათ შორის, ყველა მხარის ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში დახმარებით“, – წერს მიშელი.