შარლ მიშელი – პრემიერ კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები – საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი

პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქნას მიღებული.
„ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“, – წერს შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ