შარლ მიშელი – მინდა, ნათლად ვთქვა: კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის – ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
მინდა ნათლად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს”, – წერს მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება