შარლ მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს | შესაძლოა, პოსტი ვიქტორ ორბანმა დაიკავოს – გამოწვევა EU-ს

ევროპული გაერთიანების ლიდერები დიდი გამოწვევის წინაშე არიან. ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სრულად ცვლის ევროკავშირის დღის წესრიგს. შარლ მიშელი საბჭოს უმაღლეს თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვოს და ევროპარლამენტის მოახლოვებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პოსტი, შესაძლოა, რამდენიმე თვით პუტინის მოკავშირე ორბანმა გადაიბაროს.
გაუთვალისწინებელი სცენარის თავიდან ასარიდებლად ევროპელ ლიდერებს დიდი არჩევანი არ რჩებათ, ან გაერთიანების 26 სახელმწიფო მოკლე დროში შარლ მიშელის შემცვლელზე უნდა შეჯერდეს, ან ლიდერებმა ხისტი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.