შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრებს – გთავაზობთ, სამიტზე განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები

ევროკავშირის სამიტი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობების გაძლიერებისა და დაჩქარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 21-22 მარტს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.
ს აგრესიული ომის მესამე წელს ჩვენ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. გადაუდებლობა, ინტენსივობა და ურყევი მონდომება აუცილებელია. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფი მიწოდება, ისევე როგორც საბრძოლო მასალის სწრაფი შესყიდვა და მიწოდება უახლესი ინიციატივების გამოყენებით, როგორიცაა ჩეხური“, – წერს მიშელი.
მისი თქმით, გარდა ამისა, ევროკავშირმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს სანქციების ეფექტურად განხორციელებასა და აღსრულებაზე და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე.
„გარდა ამისა, ფოკუსირება უნდა მოვადინოთ ჩვენი სანქციების ეფექტურად განხორციელებასა და აღსრულებაზე და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოსაყენებლად,” -აცხადებს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საბჭოს წევრებს გაფართოების საკითხის განხილვასაც სთავაზობს.
„ასევე გთავაზობთ, განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე ხაზი პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იყვნენ გაწევრიანების მომენტისთვის“, – წერს მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი