შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღეს, შესაბამისად ის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა სამ ბელგიურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.
„გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო 2024 წლის არჩევნებში. ევროსაბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს და დაასახელოს ჩემი შემცვლელი ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში“, – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიამ მის ამჟამინდელ თანამდებობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
მიშელმა აღნიშნა, რომ 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში გაიმართება, ამიტომ მიშელის არჩევის შემთხვევაში ის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტს ივლისის შუა რიცხვებში დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება