შარლ მიშელი – ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დრო მოვიდა თავდაცვის კავშირი შექმნან ერთიან თავდაცვით ბაზართან ერთად.
„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება“, – განაცხადა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ ში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.
„ამიტომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უსაფრთხოების პარადიგმის დღევანდელ ცვლილებებს. ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ აქტუალურობას უნდა შეესაბამებოდეს.
პირველ რიგში, ვაგრძელებდეთ უკრაინელი ერისადმი ჩვენს ურყევ სამხედრო დახმარებას. უკრაინის უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში,” – განაცხადა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ