შარლ მიშელი – ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ს რეჟიმს აკისრია.
„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავის იდეალებისთვის მან თავი გაწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ ვითარებაში. მებრძოლები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ