შარლ მიშელი – ევროკავშირი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.
მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას