შარლ მიშელი ამბობს, რომ აღარ აპირებს პოსტის ვადაზე ადრე დატოვებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ პოსტის დატოვებას ვადაზე ადრე აღარ აპირებს.
მიშელმა იანვარში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება და რადგან მისი ახლანდელი პოზიცია ევროპარლამენტის დეპუტატობასთან შეუთავსებელია, პოსტს ვადაზე ადრე ტოვებდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ბელგიის ლიბერალური პარტიის, „რეფორმისტული მოძრაობის“ სახელით აპირებდა. ის ამ პარტიას 2011-2019 წლებში თავმჯდომარეობდა.
მედიის თანახმად, მიშელის მიერ პოსტის დატოვება აჩენდა შესაძლებლობას, რომ ევროპულ საბჭოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ჩასდგომოდა სათავეში.
თუმცა 26 იანვარს მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს არ დატოვებს. „არ ვიქნები ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი. მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ჩემი ახლანდელი ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად“, – დაწერა მან.
მიშელის თქმით, კრიტიკამ უბიძგა, პირვანდელი გადაწყვეტილება შეეცვალა.
შარლ მიშელი 48 წლისაა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტია 2019 წლიდან. მანამდე მას ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა