შარლ მიშელთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად, თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას,” – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით