შარაშიძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია, სასახლეში დარჩება თუ არა, არ ვემხრობით დაპირისპირებას

გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში დარჩება თუ არა, მისი გადასაწყვეტია და მათი პარტია ფიზიკური დაპირისპირების მომხრე არაა.

მისი თქმით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენა შესაძლებელია და უკანონობას უკანონობით არ უნდა უპასუხონ.

ამასთან, შარაშიძე ამბობს, რომ შედეგების მიღწევა ქართველი ხალხის პროტესტითაა შესაძლებელი და თუ ეს პროტესტი რუსთაველიდან ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლებს, მათი პარტიაც იქ იქნება.
“პრეზიდენტი სასახლეში დარჩება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ფიზიკურ დაცვას და იქ ფიზიკური პროცესების წარმართვას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ არასდროს არ ვიყავით მომხრე არანაირი ფიზიკური დაპირისპირების და ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციის ფარგლებში შეიძლება, დავრჩეთ და უკანონობას უკანონობით არ უნდა ვუპასუხოთ და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ჰქვია უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი ს დანიშვნა, შესაძლებელია პირველ რიგში, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის გაგრძელებით რასაც ადგილი აქვს რუსთაველზე, თუმცა თუ ეს პროტესტი და პროცესი ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლებს, ბუნებრივია აქ ჩვენ ვიქნებით და გავაგრძელებთ მონაწილეობას, მაგრამ ყოველთვის დავრჩებით მომხრე პროტესტის მშვიდობიანნი და არაძალადობრივი ფორმების”- აცხადებს შარაშიძე.
29 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული ს ინაუგურაცია გაიმართება.