შაპსი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს უკვე აწვდის ან ახლო მომავალში მიაწოდებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი სთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
თავდაცვის უწყების ხელმღვანელის თქმით, ბრიტანეთის დაზვერვას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაც აქვს.
-ს და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს აწვდის ან უახლოეს მომავალში მიაწვდის. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა”. – თქვა შაპსმა.
აღსანიშნავია, რომ შაპსს პრესკონფერენციაზე მტკიცებულების დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის 64%-იანი ზრდა მათ მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს.