შაპსი: უკრაინამ ბოლო 4 თვეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის თქმით, უკრაინის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ს შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სადესანტო გემის განადგურება უარყოფს მოსაზრებას, რომ ომი ჩიხში შევიდა.
“ნოვოჩერკასკის გემის განადგურება გვიჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, ში ომი ჩიხში შევიდა! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვეში უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა”. – თქვა შაპსმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსეთის დომინანტობა შავი ზღვის აკვატორიაში ეჭვქვეშაა. მისივე თქმით, ახალი საზღვაო კოალიცია გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის მეთაურობით ზღვაში უკრაინის გამარჯვებას ეხმარება.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას,ვინც იერიშში მონაწილეობდა.
ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა მათი სადესანტო ხომალდო ნოვოჩერკასკი დააზიანეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორი უკრაინული Су-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.