შანხაიში, იმპორტის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე მსოფლიოში, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის – ლაშა ხუციშვილი –
ქალაქ შანხაიში იმართება იმპორტის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთან მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




