შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ვსაუბრობთ საქმეზე, აქტიურად ვმუშაობთ ვალდებულებების შესრულებაზე და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია

შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ვსაუბრობთ საქმეზე, აქტიურად ვმუშაობთ ვალდებულებების შესრულებაზე და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულებული ექნება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ. არის ასოცირების დღის წესრიგიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი შესრულებული გვექნება.
თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში, ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და სწორედ ამ შანტაჟის გათვალისწინებით ჩვენ ვთქვით ერთადერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლის ბოლომდე არ ვაპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას – კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში. ამ განცხადებაზე გაღიზიანდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ეს საკითხი შანტაჟისთვის დაეტოვებინათ და სწორედ მათი მხრიდან მოჰყვა გაღიზიანებული რეაქციები ჩვენს განცხადებას.
ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება, მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. ჯერ იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა ასეთი შანტაჟისთვის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ახლა არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი. შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, სწორედ ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად განვაგრძობთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ძალადობის რესურსი

ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს