შანტაჟის მსხვერპლი მასწავლებელი – რატომ ცნო სასამართლომ უდანაშაულოდ კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისთვის ბრალდებული

კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისთვის ბრალდებული მასწავლებლები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა პროკურატურა საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
სენაკის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, წინამორბედის გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც იმას აკონკრეტებენ, თუ როგორ დააშანტაჟა მასწავლებლების ერთმა ჯგუფმა საკუთარი კოლეგა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით ახალგაზრდა პედაგოგი აიძულეს სკოლიდან წასულიყო. ქალმა მუქარას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობაც სცადა. საქმეზე ბრალდებული მასწავლებლები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ჯერ უცნობია დაბრუნდებიან თუ არა ისინი სკოლაში.
თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების ეპიზოდზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გამმართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ორი ბრალდებული პედაგოგი ახლა მეორე ინსტანციის განაჩენს ელოდება. ფაქტს პროკურატურა დღეს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი მასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სამსახურში აღადგინა. ბრალდებულებს კი მოსწავლეებთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ. არცერთი მათგანი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.
თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ბრალდებული მასწავლებლების გარდა, სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს საქმე კიდევ ორი პედაგოგის წინააღმდეგ. მათ გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა