შანტაჟის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი დავით კაჭარავა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობს. დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები პირდაპირ მეტყველებს საქართველოს მიმართ მათ ვასალურ დამოკიდებულებაზე.
„რაც მისაღებია ევროკავშირისთვის და ევროპელებისთვის, მიუღებელი ყოფილა ქართველებისთვის. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიმართ აქვთ ვასალური დამოკიდებულება. არ ვაპირებთ ამ ურთიერთობაში, ასეთი ფორმით ყოფნას. ჩვენ გვინდა ყველასთან თანამშრომლობა, ინტერესების გათვალისწინება. შანტაჟის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ.“- ამბობს კაჭარავა

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე