შამბა კვლავ საუბრობს ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ონლაინ ეთერში ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან, რომელსაც ასევე ს ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა, ამბობს, რომ “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და საჭიროა მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობის ძიება”.
“მე არაერთხელ მისაუბრის ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, რასაც ხშირად ვაწყდები. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, ამაზე, პირველ რიგში, საუბარია საჭირო. არ არსებობენ ერები, მეზობლები, ახლობლები ან თუნდაც, ნათესავები, რომელთაც არ უომიათ ერთმანეთში. მთელი ევროპა ამის მაგალითია. 30 წელია, შეგვეძლო უკვე რაღაც მოძრაობების დაწყება ერთმანეთის გასაგებად, თუმცა, ეს ძალიან ნელი ტემპით ხდება. ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო შესაძლებლობა ერთმანეთის პოზიციები მოგვესმინა. ეს ძალიან საჭიროა მკვდარი წერტილიდან პრობლემის დასაძრავად”.
ამასთან, შამბამ გაიხსენა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობდა და გამსახურდიას კომპორომისებზე წასვლაც შეეძლო.
ამასთან დაკავშირებით, შამბა იხსენებს: “გულბაათ რცხილაძე ჩამოვიდა ჩემთან შესახვედრად გამსახურდიას დავალებით. პატარა კაბინეტში ვსაუბრობდით ფედერაციულ მოწყობაზე. ჩეხოსლოვაკიის მსგავსად. დავიშალეთ სამომავლო გეგმებით. როდესაც დაიწყო ომი, გამსახურდია აღარ იყო, ხელისუფლება შეიცვალა, ბევრი შეიარაღება მიიღო საქართველომ და აღარავის ჰქონდა სურვილი დიალოგის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა